გენიალური ესპანელი მხატვრის – პაბლო პიკასოს ნამუშევარი, სახელწოდებით “კითხვა“, ლონდონის სოთბის აუქცონზე 25, 2 მილიონ ფუნტ სტერლინგად ანუ 40, 5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ეს ნახატი ყველაზე ძვირადღირებული ლოტი აღმოჩნდა. ნამუშევრის წინასწარი ღირებულება 12-18 მილიონ ფუნტს შეადგენდა. თუმცა, მთლიანობაში, აუქციონმა 70 მილიონი ფუნტი შემოსავალი მოიტანა. პიკასოს გარდა, აუქციონზე წარდგენილი იყო ვასილი კანდინსკის, რენე მაგრიტისა და ედუარდ მანეს ნამუშევრები.
თავდაპირველად პიკასოს ნამუშევარზე პრეტენზიას შვიდი მყიდველი გამთქვამდა. გამარჯვებული კი ამერიკელი კოლექციონერი აღმოჩნდა. მისი სახელი არ ხმაურდება.
აწ უკვე გაყიდული ნახატი – “კითხვა“ პიკასომ 1932 წელს შექმნა. ნამუშევარზე გამოსახულია მენატურე და, იმავდროულად, მხატვრის საყვარელი მარია-ტერეზა ვოლტერი. მარია-ტერეზა ვოლტერი ესპანელმა მხატვარმა 1927 წელს პარიზში გაიცნო.