დანი ოლმო:

დანი ოლმო: "არ მაინტერესებს ფინალში ვის შევხვდებით, ინგლისს თუ ნიდერლანდებს"

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა დანი ოლმომ ევრო 2024-ის ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ფინალში გასვლა დაიმსახურეს, მეტოქე კი ვინ იქნება, უბრალოდ არ აინტერესებს.

„ახლა ძალიან ახლოს ვართ მიზანთან, ერთ ნაბიჯში. წარმოუდგენელი გუნდი გვყავს, ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამ ყველაფრის მისაღწევად. პირველ რიგში, ვიმსახურებთ ფინალში მონაწილეობას, შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. არ მაინტერესებს ფინალში მეტოქე რომელი იქნება - ინგლისი თუ ნიდერლანდები“, - თქვა ოლმომ, რომელიც 3 გოლით და 2 საგოლე პასით ტურნირზე ყველაზე შედეგიანია.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ფინალში 14 ივლისს, ინგლისის ან ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.