„შრეკის“ მეხუთე ნაწილის პრემიერის თარიღი ცნობილია

„შრეკის“ მეხუთე ნაწილის პრემიერის თარიღი ცნობილია

სტუდიამ DreamWorks Animation დაადასტურა, რომ ლეგენდარული „შრეკის“ მეხუთე ნაწილზე მუშაობს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შრეკს, პრინცესა ფიონას და ვირს კვლავ გაახმოვანებენ მაიკ მაიერსი, კემერონ დიასი და ედი მერფი.

ცნობილია მულტფილმის პრემიერის თარიღიც - ახალი ფილმი ეკრანებზე 2026 წლის 1 ივლისს გამოვა. ამასთან, შესაძლოა, რომ შემდეგ სტუდიამ ვირი შესახებ სოლო პროექტიც გადაიღოს.

შრეკის შესახებ მულტფილმების სერია უილიამ სტეიგის ამავე სახელწოდების მოთხრობასა და მის პერსონაჟებზეა დაფუძნებული. ფრანშიზის პირველი ფილმი ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა. ანიმაციამ საერთაშორისო გაქირავებაში 284 მილიონი დოლარი შეაგროვა და ისტორიაში პირველი „ოსკარი“ მიიღო კატეგორიაში „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმი“.