ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბეჰემოთებს „ფრენა“ შეუძლიათ

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბეჰემოთებს „ფრენა“ შეუძლიათ

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბეჰემოთებს ფრენა შეუძლიათ. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ გარკვეულ მომენტებში ეს მასიური ცხოველები მთლიანად ჰაერში იმყოფებიან, რადგან სირბილის დროს მიწიდან ოთხივე კიდურის აწევა შეუძლიათ. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ბეჰემოთები სირბილის დროს მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებენ.

კვლევა ჟურნალში PeerJ გამოქვეყნდა. სპეციალისტებმა 32 ბეჰემოთის გადაადგილების 169 ეპიზოდი შეისწავლეს - მათ შორის ბრიტანეთის ზოოპარკ Flamingo Land-ის ბინადარი 2 ცხოველის. წარსულში მსგავსი კვლევები ჩატარება რთული იყო, რადგან ბეჰემოთებთან ახლოს მისვლა მათი აგრესიული ქცევის გამო რთული იყო.

აღსანიშნავია, რომ ბეჰემოთების წონა 3-4 ტონასაც აღწევს და ისინი დედამიწაზე ყველაზე მსხვილი ცხოველების რეიტინგის სამეულში შედიან.