ამირან სალუქვაძე: ჩემპიონატის წინ ფსიქოლოგიური შტურმი ხორციელდებოდა ფეხბურთელებზე. როგორ შეიძლება ამას აკეთებდეს ადამიანი ან პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც ქართული ფეხბურთის წარმატებას აინტერესებს?

ამირან სალუქვაძე: ჩემპიონატის წინ ფსიქოლოგიური შტურმი ხორციელდებოდა ფეხბურთელებზე. როგორ შეიძლება ამას აკეთებდეს ადამიანი ან პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც ქართული ფეხბურთის წარმატებას აინტერესებს?

ამირან სალუქვაძე ფეხბურთელების მისამართით ბულინგს გამოეხმაურა. ამ თემაზე ანალიტიკოსმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი 20 წლის განმავლობაში ეხმარებოდა სპორტს, რადიკალური ოპოზიცია კი სპორტსმენებს გამჭვირვალობის კანონის გამოც აბულინგებდა.

„ხომ გახსოვთ, რის გამო დაიწყეს თავიდან ფეხბურთელებზე ზეწოლა? გამჭვირვალობის კანონის გამო, პირდაპირ სთხოვდნენ რაიმე პოსტი დაეწერეთ და თუ იქ მათთვის სასურველი სიტყვა „რუსული“ არ იყო ნახსენები, ვინც არ ახსენებდა მტერი იყო. სიტყვა „რუსული“ უნდა დაეწერათ. ეს იყო ევროპის ჩემპიონატის წინ ფსიქოლოგიური შტურმი ფეხბურთელებზე. როგორ შეიძლება ამას აკეთებდეს ადამიანი ან პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც ქართული ფეხბურთის წარმატებას აინტერესებს?“ - აღნიშნავს სალუქვაძე.

მისივე თქმით, მულტიმილიონერები ოპოზიციაშიც არიან და მათ სპორტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუსგან“ ჯილდოდ გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. განცხადება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გაავრცელა. გუნდის კაპიტანი გურამ კაშია, გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს” და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. მადლობის გამო ფეხბურთელები რადიკალების ბულინგის ობიექტები გახდნენ და მათი მისამართით შეურაცხმყოფელი სტატუსები დაწერეს.