გიორგი ვოლსკი: უმადურობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ქველმოქმედება და მეცენატობა, არ არის მისასალმებელი

გიორგი ვოლსკი: უმადურობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ქველმოქმედება და მეცენატობა, არ არის მისასალმებელი

უმადურობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ქველმოქმედება და მეცენატობა, რა საკვირველია, არ არის მისასალმებელი, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

„არ არის ბიძინა ივანიშვილზე მხოლოდ ლაპარაკი. ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც ნაბიჯს გადადგამს, მეცენატობას გამოიჩენს, რასაც სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, საზოგადოებაში არ არის ეს თემა პოპულარული, მადლიერების გრძნობა უნდა ჰქონდეს ყველას”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

ფეხბურთელების მადლობას სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წევრების და მათი აქტივისტების მხრიდან ბულინგის მცდელობის მორიგი კამპანია მოჰყვა. კაპიტნის დაბულინგებას ისეთი ადამიანები ცდილობენ, როგორიცაა ანა სუბელიანი, პეტრე კოლხი, თეა თუთბერიძე, ნიკო მანაგაძე და დავით („ტორნადო“) გაბუნია. საკითხს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, სიძულვილის კამპანია საზოგადოების შეფასების გარეშე არ დარჩება.

მერაბ.g "მე ვარ ცოცხალი მაგალითი იმისა..." წერს ხუხა და თავს იწონებს იმითი რომ უმადური არსებაა; დიდი მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, რომ ხუხას და გუბაზს არ დაემგვანნენ და უმადურები არ აღმოჩნდნენ!
2 დღის უკან