ვიქტორ ორბანი მოსკოვშია

ვიქტორ ორბანი მოსკოვშია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ობრანმა სოციალური ქსელ X-ში დაწერა, რომ რუსეთში ჩავიდა.

„სამშვიდობო მისია გრძელდება. შემდეგი გაჩერება მოსკოვი“, - წერს ორბანი და მოსკოვის აეროპორტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

მისი ვიზიტის პროგრამა ჯერჯერობით უცნობია.

ცოტა ხნის წინ ორბანმა ასევე დაწერა, რომ ბრიუსელის კომფორტული სავარძლიდან მშვიდობა ვერ დამყარდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარეობა არ იძლევა მანდატს ბრიუსელის სახელით მოლაპარაკებების საწარმოებლად, ის არ აპირებს ჯდომას და ომის

სასწაულებრივად დასრულების დალოდებას.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ორბანი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია, სადაც უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა.