Good Will Hunting-ის შემქმნელი დუეტი, ბენ აფლეკი და მეთ დეიმონი, ახალ ფილმზე მუშაობს.
აფლეკისა და დეიმონის მეგობრობა ჰოლივუდში ერთ-ერთი გამორჩეულია. მსახიობებმა ერთმანეთი მშობლიურ ქალაქში, კემბრიჯში გაიცნეს, როცა აფლეკი 8 წლის იყო, დეიმონი კი ათის. მათი თქმით, ბეისბოლისა და ფილმების სიყვარულის გამო მალევე დამეგობრდნენ და მსახიობობის ხელოვნების შესასწავლად ფულს ერთადაც კი აგროვებდნენ. მათი კოლაბორაციით კინოს ინდუსტრიაში ისეთი ცნობილი ფილმები შეიქმნა, როგორებიცაა Good Will Hunting, Dogma, Jay And Silent Bob, Jersey Girl და ა.შ.
მალე მათი მონაწილეობით ნეტფლიქსის ახალ ფილმს RIP ვიხილავთ, რომლის რეჟისორიც ჯო კარნაჰანი იქნება. ფილმის სცენარსა და გამოსვლის თარიღზე ჯერ არაფერია ცნობილი, თუმცა, როგორც ირკვევა, RIP კრიმინალური ტრილერი იქნება. ბენ აფლეკი და მეთ დეიმონი ფილმში მონაწილეობის გარდა, მისი პროდიუსერებიც იქნებიან.