პეკინესი ვაილდ ტენგი წლის ყველაზე უშნო ძაღლად აღიარეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ძაღლს ყოველთვის აქვს გამოყოფილი ენა, იმის გამო, რომ 10 წლის ასაკში მან ჭირი გადაიტანა. დაავადების გამო ძაღლს კბილები აღარ გაეზარდა და კუნთები სწორად აღარ უმუშავებს.
ტენგი კონკურსში უკვე მეხუთედ მონაწილეობს, თუმცა ეს მისი პირველი გამარჯვებაა. ძაღლი და მისი პატრონი ჯილდოს სახით 5 ათას დოლარს მიიღებენ.
მსოფლიოს ყველაზე უშნო ძაღლის გამოსავლენად კონკურსი აშშ-ში, კალიფორნიის შტატ პეტალუმში უკვე 50 წელია ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, კონკურსი დეფექტიან ძაღლებს პატრონების პოვნაში ეხმარება და აჩვენებს, რომ სიყვარულს ყველა ძაღლი იმსახურებს.
შარშან კონკურსის გამარჯვებული სკუტერი გახდა.