მსახიობი ტამაიო პერი, რომელიც „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ თამაშობდა, ჰავაიზე ზვიგენის თავდასხმას ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 49 წლის კაცი კვირას, ჰონოლულუში დაიღუპა. პერი სერფინგით იყო დაკავებული, როდესაც მას ზვიგენი დაესხა თავს. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ის ადგილზე გარდაცვლილად გამოაცხადა.
პერი „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეოთხე ნაწილში მონაწილეობდა - „უცნაურ ნაპირებზე“. მსახიობობასთან ერთად ის მაშველადაც მუშაობდა.