ჯენიფერ ლოპესი იტალიაში ოჯახის გარეშე ისვენებს. პაპარაცებმა ლოპესი პოზიტანოში გემზე დააფიქსირეს. ამის შესახებ TMZ წერს.
პარალელურად, ჯენიფერის შესახებ საზოგადოებაში ხმები ვრცელდება, რომ მას ქორწინებასთან და კარიერასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ეჭვებს აღრმავებს ის ფაქტიც, რომ ჯენიფერი დასასვენებლად აფლეკის გარეშე, მეგობრებთან ერთად არის წასული.
ამ დროს, ბენ აფლეკი წყვილის საერთო სახლის გაყიდვას ცდილობს, რომლის ღირებულებაც 60 მილიონი დოლარია. თვითონ კი სახლის ნაცვლად, მის ნაქირავებ ვილაში რჩება, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ბრენტვუდში მდებარეობს.