ნაიჯელ ფარაჯი: უკრაინასთან რუსეთის ომი დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული

ნაიჯელ ფარაჯი: უკრაინასთან რუსეთის ომი დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული

რუსეთის ომი უკრაინასთან დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული. ამის შესახებ „ბიბისისთან“ ინტერვიუში ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, პარტია „რეფორმის“ ლიდერმა ნაიჯელ ფარაჯიმ განაცხადა. მისი თქმით, ომის დაწყების მიზეზი ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა გახდა, რაც პუტინმა საბაბად გამოიყენა და უკრაინაში შეიჭრა.

„ჩვენ მოვახდინეთ ამ ომის პროვოცირება. რა თქმა უნდა პუტინი დამნაშავეა, რომ ჩვენს რასაც ვაკეთებთ ეს საბაბად გამოიყენა. მე არაერთხელ მითქვამს, რომ უკრაინაში ომი მოსალოდნელი იყო, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, ამაზე ვსაუბრობდი 2014 წელსაც ევროპარლამენტში. ჩემთვის ცხადი იყო, რომ ნატოსა და ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთით საბაბს მისცემდა პუტინს რუსი ხალხისთვის ეთქვა - აი, ისევ გვიტევენ, და ომი დაეწყო“, - აღნიშნა ნაიჯელ ფარაჯიმ.

amo ბოლომდე მაინც არ ამბობს სიმართლეს.
3 თვის უკან