ლუკა ბარალდი: “ვცდილობთ შენგელიას შესაფერისი კონტრაქტი შევთავაზოთ“

ლუკა ბარალდი: “ვცდილობთ შენგელიას შესაფერისი კონტრაქტი შევთავაზოთ“

საქართველოს ნაკრებისა და „ვირტუს ბოლონიას“ ლიდერის, თორნიკე შენგელიას შესახებ, იტალიური გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუკა ბარალდიმ მცირე კომენტარი გააკეთა:

„შენგელიას ჩვენთან კონტრაქტი კვლავ აკავშირებს, თუმცა მას წასვლის არჩევანიც აქვს. ჩვენ ვცდილობთ შესაფერის ეკონომიკურ შეთანხმებას მივაღწიოთ და მას კონტრაქტი გავუხანგრძლივოთ.“ - განაცხადა ბარალდიმ.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე შენგელიას დამატებით „პანათინაიკოსი“ და „რეალ მადრიდი“ ინტერესდებიან. ჩვენი კაპიტანი ამჟამად ეროვნულ გუნდთან ერთად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება. გასულ სეზონში ის „ვირტუს ბოლონიას“ შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონატში საშუალოდ 13.8 ქულას და 5.1 მოხსნას, ევროლიგაში კი 14.5 ქულას და 5 მოხსნას აგროვებდა.