კოპა ამერიკის გახსნის მატჩში არგენტინის ნაკრებმა კანადისას 2:0 მოუგო. არგენტინელთა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ საგოლე გადაცემა მიითვალა.
მისთვის ეს მატჩი 35-ე გახლდათ ტურნირზე და ამისდაკვალად, ჩატარებული მატჩების რაოდენობით „კოპას“ რეკორდსმენი გახდა.
მესი ასევე პირველი არგენტინელია, ვინც შვიდ კოპა ამერიკაზე ითამაშა.
არგენტინის ნაკრები ტურნირის 15-გზის გამარჯვებულია. ამდენივე ტიტული აქვს ურუგვაის ეროვნულ გუნდსაც. ისინი იზიარებენ პირველ ადგილს ამ მაჩვენებლით.
ტურნირის მოქმედი გამარჯვებული არგენტინის ნაკრებია.