არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ტრევის სკოტი იახტაზე უკანანო შეჭრის მცდელობის გამო დააკავეს.
ამერიკელი რეპერი პოლიციამ მაიამის პლაჟ მარინაზე ხუთშაბათს, ღამის 01:45-ზე დააკავა.
როგორც ირკვევა, პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, რაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ტრევის სკოტმა იახტის კორპუსზე მყოფ ადამიანებს ყვირილი დაუწყო.
პოლიციის ოფიცრების განცხადებაში ნათქვამია, რომ რეპერს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რაც მან შეასრულა, თუმცა ყვირილს და იახტის სტუმართა შეურაცხყოფას აგრძელებდა.
ტერიტორიის დატოვებიდან 5 წუთში სკოტი კვლავ დაბრუნდა და იახტაზე ასვლის მცდელობა განაგრძო, პოლიციელების მითითებებს არ დაემორჩილა და ადგილობრივი მოსახლეობის შეწუხება გამოიწვია, რის შემდეგაც ის დააკავეს.
"სკოტი დროებითაა დაკავებული გაუგებრობის გამო. არავითარი ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. მადლობას ვუხდით პოლიციელებს სწრაფი და მეგობრული მოქმედებისათვის", — აცხადებს რეპერის იურისტი, ბრედფორდ კოენი.
ტრევის სკოტი გრემის 10-გზის მფლობელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიპ-ჰოპ არტისტია. რეპერს ყოფილ პარტნიორთან, კაილი ჯენერთან, ორი შვილი ჰყავს.