რომან გოცირიძე: ამერიკის ვიზას რუსეთის მეტი მოქალაქე თუ იღებს, რუსეთში 170 მილიონი ადამიანია, საქართველოში კი - ოთხი მილიონი

რომან გოცირიძე: ამერიკის ვიზას რუსეთის მეტი მოქალაქე თუ იღებს, რუსეთში 170 მილიონი ადამიანია, საქართველოში კი - ოთხი მილიონი

ამერიკის ვიზას რუსეთის მეტი მოქალაქე თუ იღებს, რუსეთში 170 მილიონი ადამიანია, საქართველოში ოთხი მილიონი. „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი აქვს დემაგოგიურ ტყუილს. მოსახლეობასთან პროპორციულად ეს ისე არ არის, როგორც ხელისუფლება ამბობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძემ კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს. ბელარუსის შემთხვევაში ეს მაჩვენებელია 32.80 პროცენტი, რუსეთის შემთხვევაში კი – 39.49 პროცენტი.

გოცირიძის თქმით, საქართველოდან ადამიანები მასობრივად გარბიან, რადგან ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა შექმნილი.

„ამერიკაში ასობით ადამიანი მექსიკის საზღვრიდან შედის. ამერიკაში თუნდაც ვიზით შესული ქართველების უმრავლესობა ამერიკაში რჩება. მოქალაქეები საქართველოდან გარბიან. ერთ-ერთი ყოფილი დეპუტატია, რომელიც მექსიკის საზღვრიდან ამერიკაში გადავიდა. ძალოვან უწყებაში მაღალჩინოსანი იყო და არ მოუპარავს, პატიოსანი იყო. გაჭირვების გამო მასაც საქართველოდან წასვლა და ამერიკაში მექსიკით ჩასვლა მოუწია“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მერაბ.g მოსახლეობა და ტერიტორია რა შუაშია, ლაპარაკია პროცენტზე - რამდენმა მოითხოვა ვიზა და მათგან რამდენი პროცენტი დაკმაყოფილდა!
3 თვის უკან