19 ივნისს კიოლნში, ევრო 2024-ის ჯგუფური ტურნირის მე-2 ტურის მატჩში შოტლანდიისა და შვეიცარიის ნაკრებებმა ფრედ (1:1) ითამაშეს. შვეიცარიელთაგან გოლის ავტორი 32 წლის ნახევარმცველი შერდან შაჩირი გახდა.
ამისდაკვალად, შაჩირიმ ერთდროულად ორ უნიკალურ მიღწევას უწია - გვამცნობს Opta Sports. ერთ-ერთი მათგანი ეროვნულია - შერდანი გახდა პირველი შვეიცარიელი, რომელმაც გაიტანა სამ სხვადასხვა ევროპის ჩემპიონატზე. მანამდე შაჩირიმ ევრო 2016-ზე ერთხელ გამოიჩინა თავი, ხოლო ევრო 2020-ზე - სამჯერ.
გარდა ამისა, შაჩირი გახდა ევროპის ჩემპიონატებზე პირველი გოლის ავტორი, რომელიც თამაშობდა ჩრდილოეთ ან სამხრეთ ამერიკის კლუბში.
2022 წლის თებერვალში შვეიცარიელი ნახევარმცველი საფრანგეთის „ლიონიდან“ MLS-ის „ჩიკაგო ფაირში“ გადავიდა.