„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც განსაზღვრავს ეპოქას.
„ლამინ იამალი განსაზღვრავს ეპოქას. ევროპის ჩემპიონატზე ზოგადად თაობათა ცვლა ხდება. ჩნდებიან ახალი მოთამაშეები, როგორიცაა იამალი ესპანეთში. გერმანიაში ეს არის მუსიალა, ინგლისში ბელინგემი. არის რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთაც ნათელი მომავალი აქვთ და ევროპის ჩემპიონატი მათთვის გარდამტეხი იქნება“, - ციტირებს პიკეს სიტყვებს Sport Bild.
შეგახსენებთ, რომ იამალი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობს.