ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ევრო 2024-ის მატჩის წინ იტალიის ეროვნული გუნდის დონე შეაფასა

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ევრო 2024-ის მატჩის წინ იტალიის ეროვნული გუნდის დონე შეაფასა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში იტალიის ნაკრებთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ისინი ყველა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობენ. ესპანეთი - იტალია კლასიკური თამაშია და ადვილად შეიძლება მალე ფინალიც იყოს. მათ ჰყავთ შესანიშნავი ფეხბურთელები, დიდებული მწვრთნელი და ნამდვილი საფეხბურთო კულტურა.

ერთ-ერთი უძლიერესი ეროვნული ნაკრებია. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება სანახაობრივი შოუ და კარგი თამაში. ამ ტურნირის ღირსი ბრძოლა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გასამარჯვებლად“, - ციტირებს უეფას ოფიციალურ ვებგვერდი დე ლა ფუენტეს სიტყვებს.

ესპანეთისა და იტალიის ნაკრებების მატჩი დღეს, 20 ივნისს გელზენკირხენში გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.