აშშ-ის შტატ მისურიში მცხოვრები ექვსი და მსოფლიოში უხუცესებად აღიარეს - მათი საერთო ასაკი 571 წლის და 293 დღეა. ინფორმაციას გინესის რეკორდების წიგნი ავრცელებს.
დების ასაკი 88-დან 101 წლამდეა. უფროსი - ნორმა ახლა ოჰაიოში ცხოვრობს, დანარჩენები - ლორენი, მაქსინი, დორისი, მარგარეტი და ელმა კი კვლავ მშობლიურ მისურიში.
დები ამბობენ, რომ ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ბევრი რამ გადაიტანეს: მათ შორის, დიდი დეპრესია, მეორე მსოფლიო ომი და პანდემია. ისინი ხშირად კამათობენ, მაგრამ ერთმანეთზე არასოდეს ბრაზდებიან.
დები ხშირად მოგზაურობდნენ ერთად, ივლისში კი, როდესაც სამ მათგანს დაბადების დღე აქვს, ისინი ყოველთვის აწყობენ პიკნიკს - ეს ტრადიცია ჯერ კიდევ მათმა დედამ დაამკვიდრა.
დებს ჰყავდათ უფროსი ძმა სტენლი. წელს ის 102 წლის გახდებოდა, მაგრამ ის ავარიაში დაიღუპა, როდესაც 81 წლის იყო.