ირლანდიაში, ბელფასტში „სამეფო კარის თამაშების“ მორიგი სპინოფის „შვიდი სამეფოს რაინდის“ გადაღებები დაიწყო. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გადასაღებ მოედანზე იმყოფებიან მსახიობები: ფინ ბენეტი, ბერტი კარველი, ტენზინ კრუფორდი, დენიელ ინგსი და სემ სპრუელი. სერიალის პირველი 6 ეპიზოდიდან ნახევარს სარა ადინა სმითი გადაიღებს, მეორეს კი ოუენ ჰარისი.
პრიქველი ჯორჯ მარტინის ნოველების ციკლზე „შვიდი სამეფოს რაინდი“ არის დაფუძნებული, რომელთა სიუჟეტიც ძირითად სერიალამდე 100 წლით ადრე ვითარდება. ნოველების მთავარი გმირი სირ დუნკან მაღალი და მისი მეაბჯრე ეგი არიან, რომლებიც ვესტეროსში მოგზაურობენ. შოუ ეკრანებზე 2025 წელს გამოვა.
„სამეფო კარის თამაშები“ ამერიკული ფენტეზი და დრამატული სატელევიზიო სერიალი, რომელიც HBO-სთვის დევიდ ბენიოფისა და დ.ბ. ვაისის მიერ მომზადდა. სერიალი ჯორჯ მარტინის საგას „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ ეყრდნობა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა.
2022-ს წერლს HBO-ზე შოუს პირველი სპინოფი „დრაკონის სახლის“ პირველი სეზონი გავიდა.