საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხარვეზების აღმოფხვრაზე იმუშავებენ.
ვეცადეთ, რომ ეს თამაში ჩვენი გულშემატკივრისთვის მიგვეძღვნა, ჩვენთვის პირველი მატჩი იყო, მაგრამ მაქსიმალური გაგვეკეთებინა, გვქონდა საგოლე მომენტები, რომლებიც გუნდური მუშაობის შედეგია. ახლა ვეცდებით ენერგიის აღდგენას და მომენტები გამოვიყენოთ. ხარვეზები უნდა გავაანალიზოთ და უკეთესად ვითამაშოთ.
ჩვენი ქომაგების ხმა გვესმოდა და მადლობა ყველას, არა მარტო მათ, არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც გერმანიაში ჩამოსვლა ვერ მოახერხეს.
ვფიქრობ, არავინ დანებებულა, პირიქით, მამარდაშვილი საჯარიმოში რომ ჩამოვიდა, იმის მაგალითი იყო, რომ ქულის მოპოვება გვინდოდა. ქართველები თუ რამეს ვაკეთებთ, იმიტომ, რომ უკეთესობა იყოს. მიქაუტაძე ძალიან მაღალი დონის თავდამსხმელია, მირჩია, რომ უფრო სწრაფად ვიმოქმედო, როცა მეკარესთან ვარ“, - თქვა ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ტურში 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.