ფრანგი ფორვარდი კილიან მბაპე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ მატჩებს (ნიდერლანდებთან და პოლონეთთან) ცხვირის მოტეხილობის გამო გამოტოვებს. კილიანი თამაშს მხოლოდ ფლეი-ოფისთვის დაუბრუნდება და სპეციალური დამცავი ნიღბით ითამაშებს - წერს Le Figaro.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში საფრანგეთსა და ავსტრიის ეროვნულ გუნდებს შორის (1:0) მბაპეს ცხვირი დაუზიანდა, მოგვიანებით მას მოტეხილობა დაუდგინეს. თუმცა მოახერხა ოპერაციის თავიდან აცილება. ევრო 2024-ზე საფრანგეთის ნაკრები D ჯგუფში თამაშობს.