საუდური „ალ-ჰილალის“ პრეზიდენტმა ანმარ ალ-ხაილიმ 2023 წელს ლიონელ მესისთან მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ფეხბურთელმა პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
„ჩვენ დავუკავშირდით მესის პსჟ-სთან მისი კონტრაქტის დასრულებისას. მას 1,4 მილიარდი ევრო შევთავაზეთ გასამრჯელოდ, მაგრამ ლეომ უარი თქვა, რადგან მის ოჯახს ამერიკაში ცხოვრება სურდა.
გასაკვირია, რომ ფეხბურთელმა ოჯახის გულისთვის შეძლო ამხელა შეთავაზებაზე უარის თქმა. მან უყოყმანოდ თქვა უარი. ჩვენ ამას პატივს ვცემთ, რადგან ოჯახი ფულზე მნიშვნელოვანია“, - ციტირებს ალ-ხაილის სიტყვებს Goal.com.
შეგახსენებთ, რომ მესი მაიამის „ინტერში“ თამაშობს.