ლეგენდარული სუნამო N°5 L'Eau ისტორიაში პირველად იცვლის ფორმას და ელიფსის ფორმის ხდება. ბოთლს აქვს ორმაგი მინის გარსი, რომელიც, როგორც ბრენდში ამბობენ, განასახიერებს საიდუმლოს ალქიმიის ძალასა და სისუსტეს შორის.
გამოშვება საკოლექციო იქნება და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ბოთლი, ისევე როგორც მისი არომატი, გადმოსცემს სიცოცხლის აქტუალობას.
თითქმის ერთი საუკუნეა რაც CHANEL N°5 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუნამოა. ერნესტ ბოს მიერ 1921 წელს შექმნილი სუნამო ლეგენდარული გახდა, როდესაც 1952 წელს ცნობილმა კინოვარსკვლავმა მერილინ მონრომ განაცხადა, რომ ეს სუნამო ერთადერთია, რასაც ის საწოლში ატარებს.