ქეით მიდლტონი ექვსთვიანი პაუზის შემდეგ საჯარო ცხოვრებას უბრუნდება. უელსის პრინცესამ, რომელიც სიმსივნის დიაგნოზის გამო ქიმიოთერაპიის კურსს გადის, სოციალურ ქსელში ფოტო და პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ მკურნალობის კურსი ჯერ არ დასრულებულა და კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება, თუმცა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შესამჩნევი პროგრესი აქვს.
ამასთანავე ქეით მიდლტონი აღნიშნავს, რომ მეფის, ჩარლზ III-ის დაბადების დღისადმი მიღძვნილ ცერემონიას დაესწრება.