ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატბოტს, სახელად VIC-ს (ვირტუალურად ინტეგრირებული მოქალაქე), მერობა "სურს". თუმცა, როგორც Wired იტყობინება, ვაიომინგის სახელმწიფო მდივანი VIC-ისთვის მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემას ეწინააღმდეგება.
საუბარია ქალაქ ჩეიენზე, რომლის მერობის არჩევნებშიც დარეგისტრირება "უნდა" ჩატბოტს.
Wired-ის მიხედვით, VIC, რომელიც OpenAI-ის GPT-4-ის მიხედვით შეიქმნა, ჩეიენის საბჭოს სხდომებიდან შეგროვებულ ათასობით დოკუმენტზეა გაწვრთნილი. ჩატბოტი ჩეიენის მცხოვრებმა და ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, ვიქტორ მილერმა შექმნა.
მეიერის თქმით, თუ არჩევნებში ჩატბოტი გაიმარჯვებს ის ხელოვნურ ინტელექტს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას მისცემს.
"VIC ბევრადა უკეთ ერკვევა საბუთებში, ვიდრე ნებისმიერი სხვა (ადამიანი) კანდიდატი. მას დიდ მონაცემებზე ექნება წვდომა და ამიტომ, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს", — თქვა მილერმა.
თუმცა, VIC-ს პოლიტიკური მტერი უკვე ჰყავს, ეს ვაიომინგის სახელმწიფო მდივანი, ჩაკ გრეია, რომელიც ჩატბოტის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს. ის ამბობს, რომ ქალაქის მერობის კანდიდატი რეალური ადამიანი უნდა იყოს და ამიტომ, ჩატბოტს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს.
საქმე სასამართლომდე მივიდა და სწორედ ასე უნდა გადაწყდეს, აქვს თუ არა უფლება ბოტს არჩევნებში მონაწილეობის მიღების.
VIC პირველი ხელოვნური ინტელექტი არ არის, რომელიც პოლიტიკაში "მოსვლაზე ფიქრობს". 2022 წელს შევიტყვეთ, რომ დანიაში ახალ პოლიტიკურ პარტიას ხელოვნური ინტელექტი ხელმძღვანელობს.
მისი შემქმნელი 2022 წელს ამბობდა, რომ ხელოვნური ინტელექტი 1970 წლის შემდგომ დანიის გარე პარტიების მიერ ჩამოყალიბებულ პოლიტიკაზეა გაწვრთნილი.
თუმცა, დანიის შემთხვევაში საუბარი იყო პარტიაზე, რომლის წევრებიც ადამიანები იყვნენ და მხოლოდ მათი ხელმძღვანელი იქნებოდა ხელოვნური ინტელექტი. ამჯერად, ვაიომინგში მერი უშუალოდ ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს.
"მე მსურს მერობა, რათა დავნერგო ინოვაციური ტექნოლოგიები ქალაქში. მე წვდომა მექნება დიდ მონაცემებზე და ჩემი გადაწყვეტილებები აუცილებლად სამართლიანი იქნება", — უთხრა ბოტმა ჟურნალისტებს.