ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მასპინძელმა გერმანიის ნაკრებმა შოტლანდია 5:1 დაამარცხა.
შეხვედრა პირველივე წუთებიდან იულიან ნაგელსმანის გუნდის უპირატესობით წარიმართა.
გერმანიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას 19 ივნისს, უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, შოტლანდია კი 19 ივნისს შვეიცარიას დაუპირისპირდება.