მათეუსი: „გერმანია ევროპის ჩემპიონი გახდება!“

მათეუსი: „გერმანია ევროპის ჩემპიონი გახდება!“

„ბაიერნისა’ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა იწინასწარმეტყველა გერმანიის ნაკრების შედეგი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე. მისი აზრით, ბუნდესნაკრები საშინაო ევროს მოიგებს და ტურნირის ფინალში საფრანგეთს დაამარცხებს.

„ახლა ევროს დაწყების მოლოდინში დადებითი დაძაბულობაა. ისეთივე განცდა მაქვს, როგორც ადრე, როცა ჩვენი პირველი თამაში დიდ ტურნირზე ახლოვდებოდა. მალე ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატს შინ შოტლანდიასთან მატჩით გახსნის. ისევე, როგორც მაშინ, როცა ფეხბურთელი ვიყავი, მტკიცედ მჯერა, რომ ტურნირის მოგება შეგვიძლია. ჩემი პროგნოზი: გერმანია ევროპის ჩემპიონი გახდება!

ჩემს პროგნოზში აღვნიშნე, რომ ჯგუფს გერმანია მოიგებდა, მერვედფინალში სერბეთს დაამარცხებდა, 1/4-ში ესპანეთს. ნახევარფინალში პორტუგალიას, ფინალში კი საფრანგეთს დავამარცხებთ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ფსონია. მაგრამ რატომ არ უნდა გამოიყურებოდეს გერმანიის გზა ასე?” – ციტირებს Bild მათეუსის სიტყვებს.