გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა შოტლანდიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩზე ისაუბრა.
„შოტლანდია ძალიან კარგი გუნდია, რომელშიც ოთხი ან ხუთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მათმა გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა და რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი მენტალიტეტი აქვთ.
ჩვენ შოტლანდიელებზე მეტი წნეხის ქვეშ ვართ. პირველი მატჩის მოგება გვინდა. ასევე მინდა გუნდს საკუთარი თავის სჯეროდეს. კარგი ფეხბურთელები გვყავს და ძლიერი მენტალიტეტი ბოლო მატჩებში ვაჩვენეთ. გერმანიის ნაკრებს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის და ჩვენ გვინდა ეს ვაჩვენოთ მოედანზე“, - განაცხადა ნაგელსმანმა პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ეროვნული გუნდი დღეს, 14 ივნისს, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩში შოტლანდიის ნაკრებს შეხვდება. თამაში მიუნხენის „ალიანს არენაზე“ თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.