„მეგობრების“ და „დილის შოუს“ ვარსკვლავი ჯენიფერი ენისტონი საბავშვო წიგნების სერიას გამოსცემს, რომლის მთავარი გმირიც ძაღლი სახელად კლაიდეო იქნება. ამის შესახებ The Independent-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სადებიუტო წიგნი „კლაიდეო ცხოვრებით ტკბება“ პირველ ოქტომბერს გამოვა. ნაწარმოებში ძაღლი აღმოაჩინეს, რომ მას მზარეულის ნიჭი აქვს.
წიგნებს HarperCollins Publishers-ი გამოსცემს. ამასთან, მსახიობმა გააფორმა კონტრაქტი ანიმაციურ სტუდიასთან Invisible Studio.
ენისტონის შთაგონების წყარო მისი ძაღლი კლაიდი გახდა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია სოციალურ ქსელებში.