სამხრეთკორეული ჯგუფის BTS-ის წევრი ჯინი ჯარში სავალდებულო მსახურობის დასრულებას ფანებთან ჩახუტებით აღნიშნავს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ჯინის პირველი საჯარო ღონისძიება იქნება ჯარში 18-თვიანი მსახურობის შემდეგ. თავდაპირველად მომღერალს 3 ათას თაყვანისმცემელთან უნდოდა ჩახუტება, თუმცა ის და მისი მენეჯმენტი ათასზე შეთანხმდნენ. მარათონი 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება, მისი მონაწილეები კი გათამაშების გზით გამოავლინეს.
31 წლის ჯინი BTS-ის ყველაზე ასაკოვანი წევრია. ის პირველია, ვინც ჯგუფიდან ჯარში წავიდა და, შესაბამისად პირველი, ვინც სამხედრო ვალი მოიხადა. ჯგუფის დანარჩენი 6 წევრი ჯერ კიდევ ჯარშიაю თუმცა, მათ მოახერხეს დროის გამონახვა და ჯინის სამხედროს სამსახურის დასრულება ერთად აღნიშნეს.
BTS-ი სრული შემადგენლობით სავარაუდოდ მხოლოდ 2025 წლის ივნისში დაბრუნდება.