ყველა დროის საუკეთესო როკ–ოპერის – “იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის“ შემქნელი, დიდი კომპოზიტორი – ენდრიუ ლოიდ ვებერის საქმეს, მისი შვილი დღეს საკმაოდ წარმატებულად აგრძელებს. თუმცა, ენდრიუ ახლაც აქტიურად წერს კომპოზიციებს და დღესაც მუსიკალურ ავანგარდშია!
ენდრიუ ლოიდ ვებერის მიერ 2010 წელს დადგმული მიუზიკლი - “სიყვარული არასდროს მოკვდება“ (სხვაგვარად – “უკვდავი სიყვარული“) ლოურენს ოლივიეს სახელობის შვიდ თეატრალურ ნომინაციაზეა წარდგენილი. ეს უკვე საკმაოდ დიდი წარმატებად უნდა მივიჩნიოთ. მით უმეტეს, რომ ვებერ–უმცროსს აღნიშნული პროზის მოგების საკმაოდ კარგი შანსები აქვს.
მიუზიკლ –“ოპერის მოჩვენების“ გაგრძელება, შესაძლოა, არაერთ ნომინაციაში საუკეთესოდ დასახელდეს. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ თავად წარმოდგენის გარდა, პოპულარულ პრემიაზე მსახიობებიც არიან წარდგენილები.
როგორც იცით, ლოურენს ოლივიეს სახელობის პრემია ამერიკული “ტონის“ ექვივალენტურ ჯილდოდ ითვლება და მას ლონდონის თეატრალური საზოგადოება გასცემს. 13 მარტს დაჯილდოების ცერემონია ლონდონის თეატრის Royal Drury Lane-ის სცენაზე გაიმართება.