კაპელო: „მამაცი იტალია გვჭირდება“

კაპელო: „მამაცი იტალია გვჭირდება“

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჟურნალისტებს თავისი მოსაზრება გაუზიარა ევრო 2024-სთვის იტალიის ნაკრების მზადყოფნის ხარისხზე.

„მოქმედების ინტენსივობა მაინც არ ემთხვევა ამ ტურნირის დონეს. ალბანეთის ნაკრებთან სადებიუტო მატჩის წინ ტემპის გაზრდა მნიშვნელოვანია, რადგან ამხანაგური მატჩების შემდეგ იტალიელები ევრო 2024-ზე გაცილებით მეტად მობილურ მეტოქეებს შეხვდებიან. ჩვენ გვჭირდება მამაცი იტალია.

შეუძლია თუ არა გუნდს ტურნირის მოგება? სპალეტიმ წარმატებით გაიარა ევრო 2024-ის კვალიფიკაცია და ცდილობდა გუნდში თავისი იდეების დანერგვას. თუ ფეხბურთელები მის ირგვლივ შეიკრიბებიან და ბევრად უფრო თამამები იქნებიან, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვიოცნებოთ კიდეც“, - ციტირებს კაპელოს სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე იტალიის ნაკრები ესპანეთს, ხორვატიას და ალბანეთს შეხვდება.