მარტინ ფრიმანი და ჰელენა ბონემ კარტერი აგატა კრისტის რომანის „შვიდი ციფერბლატის საიდუმლო“ ეკრანიზაციაში ითამაშებენ. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მთავარ როლს დეტექტიურ სერიალში მია მაკკენა-ბრიუსი ითამაშებს. შოუში მოვლენები 1925 წელს განვითარდება, როდესაც ლედი ეილინ ბანდლ ბრენტი ერთ-ერთ მამულში წვეულების დროს მომხდარი მკვლელობის გამოძიებას იწყებს.
სერიალი Netflix-ზე გავა. გადაღებები 2024 წელს დაიწყება. სცენარს კრის ჩიბნოლი დაწერს.