ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდება.
იქიდან გამომდინარე, რომ მას 17 წელი ივლისში შეუერთდება, ევრო 2024-ზე 16 წლის ასაკში ითამაშებს. ლამინი „ფურია როხას“ განაცხადშია და უდიდესი ალბათობით, თამაშის შესაძლებლობაც მიეცემა.
ამრიგად, იამალი გააუმჯობესებს პოლონელი კაჩპერ კოჟლოვსკის შედეგს, რომელმაც ევრო 2020-ზე სწორედ ესპანეთის წინააღმდეგ 17 წლის ასაკში ითამაშა და ჯერჯერობით, მასზე ახალგაზრდას ევროპის ჩემპიონატზე არავის უთამაშია.
თუმცა, იამალი მზადაა ეს რეკორდი გააუმჯობესოს.