ემანუელ მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაითხოვა და პარლამენტის ვადამდელი არჩევნები დანიშნა

ემანუელ მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაითხოვა და პარლამენტის ვადამდელი არჩევნები დანიშნა

ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაითხოვა.

„მე გადავწყვიტე დაგიბრუნოთ თქვენი საპარლამენტო მომავლის არჩევანი", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს გაიმართება.

„ეს გადაწყვეტილება არის სერიოზული, მძიმე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის ნდობის აქტი“, - დასძინა მან.