კინოსაგა „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟის, ბობა ფეტის ფიგურა აშშ-ში ჩატარებულ აუქციონზე $525 ათასად გაიყიდა და ყველაზე ძვირადღირებული საკოლექციო სათამაშო გახდა, რომელიც ოდესმე გაყიდულა. ინფორმაცია ამის შესახებ აუქციონის სახლის Heritage Auctions ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ხელით შეღებილი ფიგურის სიმაღლე 9 სანტიმეტრია. ის 1970 წელს კომპანია Kenner-მა გამოუშვა. თავდაპირველად სათამაშოს ზურგჩანთიდან სპეციალური რაკეტის გაშვებაც შეეძლო, თუმცა მწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ ბავშვებმა შეიძლება პატარა რაკეტა გადაყლაპონ და ამ ფუნქციაზე უარი თქვა. მას შემდეგ რაკეტის სროლის ფუნქციის მქონე მხოლოდ 2 ეგზემპლარი დარჩა.
მანამდე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საკოლექციო სათამაშო ბრილიანტის ყელსაბამიანი ბარბი იყო, რომელიც 2010 წელს $302 ათასად გაიყიდა.