როკ-ჯგუფის The Pretty Reckless ვოკალისტს და სერიალ „ჭორიკანას“ ვარსკვლავს ტეილორ მომსენს კონცერტის დროს ღამურამ უკბინა. ეს ესპანეთში, ქალაქ სევილიაში მოხდა, როდესაც The Pretty Reckless-ი AC/DC-ს გამოსვლამდე უკრავდა.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო მომსენმა Instagram-ზე გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, რომ ღამურა მომღერალს ფეხზე დააჯდა და უკბინა. „ფეხზე ღამურა მაზის, ვინმეს შეგიძლიათ დამეხმაროთ, თუ შეიძლება“, - მშვიდად ამბობს მომსენი.
Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტში მომღერალმა ღამურას „საყვარელი“ უწოდა, თუმცა ახლა, მომსენს ორი კვირის განმავლობაში ცოფის საწინააღმდეგო აცრების გაკეთება მოუწევს.