ახალმა აღმოჩენამ შეიძლება სუპერკონდენსატორამდე მიგვიყვანოს, რომლითაც სმარტფონებისა და ლეპტოპების დამუხტვა 60 წამში შეგვეძლება. რაც შეეხება ელექტრომობილებს, მათ სრულად დამუხტვას მხოლოდ ათ წუთში შევძლებთ.
კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწიეს. საქმე ეხება დამუხტული იონების ნაწილაკების უკეთ გაგებას. ამ აღმოჩენამ, შეიძლება ნანატრ სურვილამდე მიგვიყვანოს — სუპერკონდენსატორებამდე.
სუპერკონდენსატორებზე მეცნიერები დიდი ხანია ფიქრობენ და მიიჩნევა, რომ ამ ტექნოლოგიით მოწყობილობების ელვისებურად დამუხტვა იქნება შესაძლებელი. თუმცა, აქამდე არ ვიცოდით თუ როგორ უნდა გაიზარდოს ენერგიის სიმკვრივე ლითიუმ-იონური ბატარეების სიმკვრივის შესატყვისად.
და, აი, ახლა ინჟინერმა ანკურ გუფტამ ეს შეიძლება შეცვალოს. მისი კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.