ჯგუფ ABBA-ს წევრებს შვედეთში რაინდის წოდებები მიენიჭა

ჯგუფ ABBA-ს წევრებს შვედეთში რაინდის წოდებები მიენიჭა

შვედეთის მეფის გადაწყვეტილებით, ჯგუფ ABBA-ს წევრებს - ბენი ანდერსონს, აგნეტა ფელტსკოგს, ანი-ფრიდ ლინგსტადს და ბიორნ ულვეუსს რაინდის წოდებები მიენიჭა.

შვედური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მეფის, კარლ XVI გუსტავისა და მისი მეუღლის, დედოფალ სილვიას ხელიდან მიღებული ჯილდოები „აღიარებს იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც მუსიკოსებმა ქვეყნის განვითარებაში შეიტანეს“.

საზეიმო ცერემონია 31 მაისს სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში გაიმართა. სულ „ვაზის ორდენი“ 13 ადამიანს მიენიჭა - ABBA-ს წევრების გარდა ორდენის კავალერები გახდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები სვანტე პააბო და ან ლ'იუილე, არტისტი ევა რიდბერგი და სხვები.