The Umbrella Academy ბოლო სეზონით ბრუნდება 

The Umbrella Academy ბოლო სეზონით ბრუნდება 

The Umbrella Academy და ჰარგრივსების უცნაური ოჯახი მეოთხე და ბოლო სეზონით ბრუნდებიან. საინტერესოა, როგორ გაუმკლავდებიან ახალ გამოწვევებს მთავარი პერსონაჟები მას შემდეგ, რაც მესამე სეზონში სუპერძალები დაკარგეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სეზონი 6 ეპიზოდისგან შედგება და ნეტფლიქსზე 8 აგვისტოს გამოვა.

სერიალი 2019 წელს გამოვიდა და მაყურებლის სიყვარული მალევე დაიმსახურა. მთავარ როლებს ელიოტ პეიჯი, ეიდენ გალაგერი, რობერტ შიენი, ტომ ჰოპერი, რიტუ არია, დევიდ კასტანედა, ემი რეივერ-ლემპმენი, ჯასტინ მინი და სხვები ასრულებენ. კარგად ნაცნობ სახეებთან ერთად, ბოლო სეზონში რამდენიმე ახალ პერსონაჟსაც ვიხილავთ.

ისღა დაგვრჩენია, აგვისტოს დაველოდოთ და ზაფხულის სიცხეს ჩვენი საყვარელი სერიალის ბოლო სეზონით გავუმკლავდეთ.