დისნეის ანიმაციები ხომ არ მოგენატრა? კომპანია ოსკარის ნომინანტი მოანას მეორე ნაწილზე მუშაობს! თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ მოანა 2 სერიალი ყოფილიყო, თუმცა დისნეის დირექტორმა, ბობ იგერმა, კადრების ნახვის შემდეგ აღფრთოვანებით გადაწყვიტა, რომ ფილმის გაგრძელება აჯობებდა.
"მოანა დისნეის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად რჩება. ერთი სული გვაქვს, მაუის და მოანას პერსონაჟები ახალ ფილმში უკეთ გაგაცნოთ", — გამოაცხადა იგერმა.
მოანას პირველ ნაწილს არნახული წარამტება ხვდა წილად. მისმა შემოსავალმა $680 მილიონს გადააჭარბა. ანიმაციური ფილმის მთავარ პერსონაჟ მოანას წინაპრები მშობლიური კუნძულის გადასარჩენად იხმობენ და დაბრკოლებების გადალახვაში ნახევარღმერთი მაუი ეხმარება. ფილმის მე-2 ნაწილში მოანა ახალ თავგადასავალს იწყებს.
Moana 2 დიდ ეკრანებზე 27 ნოემბერს გამოჩნდება.