კანადაში ქალი თავისი ძაღლებისთვის Lego-სგან სახლებს აშენებს

კანადაში ქალი თავისი ძაღლებისთვის Lego-სგან სახლებს აშენებს

40 წლის კანადელი ლორეტა კუინსი თავისი ძაღლებისთვის - ოზისა და ბეილისთვის Lego-ს სახლებს აშენებს, რომლებშიც ადამიანებიც ეტევიან. თავისი კოლექციის შესახებ მან Fox News-ს მოუყვა.

გამოცემის ინფორმაციით, ლორეტა Lego-თი 7 წლიდან არის გატაცებული - სწორედ მაშინ აჩუქეს მას პირველი ნაკრები.

ერთი დიდი სახლის ასაშენებლად ლორეტას 3 კვირამდე სჭირდება. ყველაზე დიდი ნაგებობა, რომელიც ქალმა თავისი ძაღლებისთვის ააგო - 2 მეტრამდე სიმაღლის სახლია. ამასთან, ლორეტა ამბობს, რომ აშენებულ სახლებს ყოველთვის ანგრევს და შემდეგ იგივე დეტალებისგან ახალ ვერსიებს აწყობს.