ამერიკელმა ერიკა ტალიმ თავის ცხენს ხატვა ასწავლა. ამის შესახებ ჟურნალი People წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ერიკამ ცხენი სახელად ბლიუ 3 წლის წინ გადაარჩინა. ცხოველი მაშინ 21 წლის იყო. ქალმა შეამჩნია, რომ ბლიუს ძალიან უყვარდა პირით სხვადასხვა საგნების აღება.
„ცხენები ჩვეულებრივ არ იკბინებიან, მაგრამ ასე იღებენ ხოლმე სხვადასხვა საგნებს. მაგალითად, თუ გვერდით ცოცხით გაუარეთ, ბლიუ აუცილებლად შეეცდება მის აღებას“, - განმარტავს ქალი.
ერიკა მხატვარია, ამიტომ გადაწყვიტა გაერკვია იზიარებს თუ არა ბლიუ მის გატაცებებს. ქალმა ფუნჯს სტაფილო მიამაგრა და ცხენის წინ ტილო და საღებავები დააწყო. მისი თქმით, ცხენმა იცოდა რასაც აკეთებდა - ფუნჯი აიღო და ტილოზე ხატვა დაიწყო. პერიოდულად ერიკა სტაფილოს ნაწილს ტეხდა, რომ ცხენს წაესუსნავა, თვითონ კი ამ დროს საღებავის ფერს ცვლიდან.
ტალის თქმით, ბლიუს ახლა ხატვა ჯირითზე მეტად მოსწონს. თანაც, ცხოველის მიერ დაწერილი ტილოები დიდი პოპულარობით სარგებლობს - ერიკამ უკვე ბლიუს 12 ნამუშევარი გაყიდა. ყველა მათგანს თან ახლავს ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია თუ როგორ ხატავდა მას ბლიუ.