ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილმა ვივიენმა მამის გვარზე უარი თქვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ცნობით, 15 წლის ვივიენი დედას მიუზიკლ „აუთსაიდერების“ პროდუსირებაში ეხმარებოდა, პრემიერის აფიშაზე კი ის ვივიენ ჯოლიდ არის მოხსენიებული.
მანამდე ცნობილი მამის გვარზე პიტისა და ჯოლის უფროსმა ქალიშვილმა, ზაჰარამ თქვა უარი.