ბორტგამცილებელი ბეტ ნეში, რომელსაც მუშაობის ყველაზე დიდი სტაჟი ჰქონდა მსოფლიოში, 88 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მისი გარდაცვალების შესახებ მისმა დამსაქმებელმა კომპანიამ American Airlines-მა განაცხადა.
„მან კარიერა 1957 წელს დაიწყო და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ბორტგამცილებელი ყველაზე დიდი სტაჟით. ბეტი შთაგონება იყო ბორტგამცილებლებისთვის. მაღლა იფრინე, ბეტ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ნეშმა მუშაობა კომპანია Eastern Airlines-ში დაიწყო. მან ამ პროფესიით 70 წელი იმუშავა. გავრცელებული ინფორმაციით, ნეში 17 მაისს, ჰოსპისში გარდაიცვალა, მას მკერდის სიმსივნე ჰქონდა. 2022 წელს ნეში გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც უხუცესი ბორტგამცილებელი. ის 86 წლის იყო.