„ბარსელონაში“ ჩავის ჰანს-დიტერ ფლიკი შეცვლის. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული და მხოლოდ ბოლო დეტალებს აზუსტებენ.
ფლიკი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. შეთანხმების საფუძველზე, გერმანელი ესპანურ კლუბში სამუშაოდ თავის შტაბში ორ თანამემამულესაც იახლებს, მათი ვინაობა ჯერ უცნობია.
59 წლის ჰანსი ფლიკი ბოლოს გერმანიის ნაკრებში მუშაობდა, ხოლო მანამდე ყველაზე დიდ წარმატებას მიუნხენის „ბაიერნში“ 2019-2021 წლებში მიაღწია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა.