„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ სეზონის დასრულების შემდეგ ერიკ ტენ ჰაგს დაითხოვენ. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
წყაროს თანახმად, ასოციაციის თასის ფინალის შედეგის მიუხედავად, ნიდერლანდელ სპეციალისტს „წითელი ეშმაკების“ დატოვება მოუწევს.
„მანჩესტერი“ პრემიერლიგაში მერვე ადგილზე გავიდა, ხოლო ასოციაციის თასის ფინალში დღეს „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება, რომელიც შეიძლება ტეჰ ჰაგისთვის ბოლო მატჩი გამოდგეს „იუნაიტედში“.
უკვე დასახელდა მისი პოტენციური შემცვლელებიც: თომას ფრანკი, გრემ პოტერი, მაურისიო პოჩეტინო და თომას ტუხელი.