საზოგადოებაში ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის დაშორების შესახებ ჭორები ვრცელდება - რას პასუხობს ლოპესი ჟურნალისტის შეკითხვას

საზოგადოებაში ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის დაშორების შესახებ ჭორები ვრცელდება - რას პასუხობს ლოპესი ჟურნალისტის შეკითხვას

უკვე ბევრი ადამიანი ლაპარაკობს ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე, თუმცა, მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო ამის შესახებ მომღერალ და მსახიობ ჯენიფერ ლოპესისთვის კითხვა დაესვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მეხიკოში ჯენიფერი იმყოფებოდა თავისი ახალი ფილმის „ატლასის“ პრემიერაზე, სადაც პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებზე ჰკითხა.

„თქვენ უკეთ უნდა იცოდეთ“ - ასე უპასუხა ლოპესმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რის შემდეგაც თემა სწრაფადვე შეცვალა.